როგორი უნდა იყოს ოპტიმალური ბაგა- ბაღი?
ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ზემოთხსენებულ მისამართზე მდებარე ბაგა- ბაღი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს კომფორტულად, ხალისიანად. პატარებისათვის შექმნილია სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა პირობა.
სასწავლო მასალა დალაგებულია პრინციპით- მარტივიდან, რთულისკენ. ბავშვი თამაშ- თამაშით იძენს ცხოვრებისათვის აუცილებელ თვისებებს: ნებისყოფას, ყურადღებას, შემოქმედების და გამომგონებლის, კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაწყვეტის უნარს. ამ თვისებების განვითარებისათვის საბავშვო ბაღში შექმნილია ისეთი სასწავლო გარემო რომლის ცენტრსაც თვით ბავშვი წარმოადგენს.
პატარებს ემსახურება კვალიფიციური პედაგოგები, ძიძა, ფსიქოლოგი, ლოგოპედი.
ჩვენი მიზანია ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ესთეტიკურ და სოციალურ- ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. ვცდილობთ განუვითაროთ საზოგადოებაში ადაპტაციის უნარი და შემოქმედებითი ინტერესები.
ყურადღება გამახვილებულია ბავშვის ესთეტიკურ აღზრდაზე. ბავშვები ეზიარებიან მუსიკისა და ცეკვის ზღაპრულ სამყაროს.
მუსიკის გაკვეთილზე აღსაზრდელები ეცნობიან ხალხურ, კლასიკურ და თანამედროვე მუსიკის ნიმუშებს, რაც ხელს უწყობს მათი სულიერი სამყაროს გამდიდრებას. სმენის, რითმის გრძნობის, გემოვნების განვითარებას.ბავშვები სწავლობენ მუსიკალური ბგერის გარჩევას და შედარებას სიმაღლის (დაბალი, მაღალი) და გრძლიობის (მოკლე გრძელი) მიხედვით. ეცნობიან და სწავლობენ საგალობლებს. სწავლობენ მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის კულტურას. ყოველივე ამას კი იყენებენ დადგმულ სპექტალებში.
ცეკვის გაკვეთილზე პატარები სწავლობენ ხელის და ფეხის კოორდინირებას სიარულის, სირბილისა და ცეკვის დროს. ინი სწავლობენ ელემენტარულ საცეკვაო მოძრაობებს, დგამენ მარტივ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, რაც უყალიბებს მოქნილობას, პლასტიკას და ამავე დროს აყალიბებს გემოვნებას.
ჩვენი ბაღის პროგრამაში შედის აპლიკაციების გაკეთება, ძერწვა და ხატვა. ხელოვნება ეხმარება პატარას საკუთარი აზრის, გემოვნების და სტილის ჩამოყალიბებაში. შეიძლება თქვენი ბავშვი არ გახდეს მხატვარი, მაგრამ ფერთან, ფორმასთან შეხება მისი ხასიათის ფორმირებაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას და ბავშვი შეძლებს სხვისი შექმნილის დანახვას, შეფასებას
3 წლიდან ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას. ინგლისური ენის პედაგოგო დღის პირველ ნახევარს ატარებს ბავშვებთან.
სკოლაში შემსვლელები გაივლიან მოსამზადებელ პროგრამას (მშობლიური ენა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, რელიგია, გაძლიერებული ინგლისური)
ჩვენი პრიორიტეტი აღვზარდოთ პატარები ქართულ ტრადიციებზე, შევძინოთ ცოდნა და განუვითაროთ ის უნარ- ჩვევები, რომლის საფუძველზეც იწყება მათი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება.
წელიწადში ორჯერ ტარდება ღია გაკვეთილები. მშობლები ესწრებიან და ეცნობიან თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ პატარებს. წლის განმავლობაში ტარდება 4 ზეიმი ვაწყობთ ფოლკლორის საღამოებს.პატარები ინტენსიურად დაგვყავს თეატრებში. ვაწყობთ ექსკურსიებს რაც ხელს უწყობს საკუთარი ისტორიის და საკუთარი ქალაქის უკეთ შესწავლასა და საერთო განათლების მიღებას.
მშობლებო, თქვენ და ჩვენი ერთობლივი მოქმედება არა მარტო თქვენი შვილების სკოლაში სწავლის წარმატების საწინდარია, არამედ იგი უყალიბებს მათ დამოუკიდებლობას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას, ნებისყოფას..